ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე ციხიდან გაათავისუფლეს, ისინი შინაპატიმრობაში არიან

ზუგდიდის ყოფილმა მერმა და მისმა მოადგილემ სასჯალეღსრულების დაწესებულება დატოვეს. ისინი კორუფციისთვის იყვნენ მსჯავრდებულები.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ლაშა გოგიას და გია გულორდავას დარჩენილი სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალათ.

“2020 წლის აპრილში შესაბამისი ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, 50 მსჯავრდებულს, მათ შორის მსჯავრდებულებს ლ.გ.-ს და გ.გ.-ს (ვინც მოიხადა სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლით დადგენილი ვადა) მოსახდელად დარჩენილი სასჯელი შეეცვალათ უფრო მსუბუქი სასჯელით — შინაპატიმრობით”, — ამბობენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე 2018 წლის 1 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მათ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. 2019 წლის 25 ივნისს გოგიასა და გულორდავას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ოთხი წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს.

იტვირთბა....