“პატრიარქის კურთხევაა, რომ ღამის 12 საათიდან ყველა ანთებული სანთლით შევხვდეთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას”, – ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” საქართველოს საპატრიარქოზე დაყრდნობით ავრცელებს.
“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევაა, რომ ღამის 12 საათიდან ყველა ანთებული სანთლით შევხვდეთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. გილოცავთ ცეცხლის გარდამოსვლას, ქრისტე აღდგა!” – ნათქვამია საპატრიარქოს მიმართვაში.