ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ანტისხეულების სისხლში არსებობა არ ამტკიცებს, რომ პაციენტს COVID 19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტი აქვს – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ანტისხეულების სისხლში არსებობა არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ პაციენტს კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი აქვს – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„არსებობდა მოლოდინი, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს გამოუმუშავდებოდა იმუნიტეტი და მოქალაქეების დიდი ნაწილს სისხლში ანტისხეულები ექნებოდა. თუმცა, ვფიქრობ მტკიცებულებები ამის საწინააღმდეგოდ მიუთითებს, ასე რომ ეს ვერ გადაჭრის პრობლემას, როგორც ამას ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა ელოდებოდა“, – აცხადებს ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი.

როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ქრის რაი „სიენენთან“ ინტერვიუში აცხადებს, ანტისხეულების ტესტების შემუშავებაზე მუშაობა გრძელდება.

„ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ მოქმედებს იმუნიტეტი კორონავირუსთან ურთიერთქმედებისას, ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მართალია, როდესაც ამბობს, რომ ანტისხეულებზე ტესტი 100 პროცენტით არ არის საკმარისი იმის სათქმელად, რომ ადამიანს ინფექციაზე იმუნიტეტი აქვს“, – განაცხადა ოქსოფრდის უნივერსიტეტის პროფესორმა.

 

იტვირთბა....