წელს მაცხოვრის საფლავზე, იერუსალიმში, ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი მრევლის გარეშე შესრულდა. ქრისტეს აღდგომის ტაძარში მართლმადიდებლური ეკლესიების 15 წარმომადგენელი დაიშვა.
წმინდა ცეცხლს დღეს სპეცრეისით საქართველოშიც ჩამოაბრძანებენ. “ამ რეისით, ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მოხდება წმინდა ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში. საქართველოს ელჩი წმინდა ცეცხლს უშუალოდ გადასცემს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რომლებიც თვითმფრინავს თბილისიდან გაჰყვებიან“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაში.
იხილეთ წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის კადრები იერუსალიმიდან: