ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა – ერთმანეთს ტრაილერი და სასწრაფო დახმარების მანქანა შეეჯახნენ.
არსებული ცნობით, დაშავებული არიან სასწრაფოს მძღოლი, ექიმი და პაციენტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.