ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბოლო ერთ დღეში სომხეთში კორონავირუსით 47 ადამიანი დაინფიცირდა

სომხეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” დაწერა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, 17 აპრილს კვლევა ჩაუტარდა 1 003 ადამიანს. ერთი ადამიანი დაიღუპა, 121 კი გამოჯანმრთელდა.

სომხეთის საავადმყოფოებში ამ დროისთვის ჯამში 705 ადამიანს მკურნალობენ. სომხეთში კორონავირუსით საერთო ჯამში 1 200-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

იტვირთბა....