მთავარი ციტატა

“რომ გაკივიან, რავინ არა ვართ მაგათგან დავალებული, რომ ასე გვიყვირონ”

“ჩემთვის პატივს ვცემდი ექიმებს, ზოგიერთს რომ ვუყურებ და რაღაც ისე ლაპარაკობენ, ალბათ, როდესაც გინდა, რომ უწინამძღვრო ხალხს, შესაბამისად, სიმშვიდე უნდა გქონდეს, რაღაც უნდა გქონდეს და რომ გამოდიხარ და თვითონ პანიკას თესავ…ბატონ ამირან გამყრელიძეს და ბატონ პაატა იმნაძეს ვგულისხმობ. როდესაც გაკივიან და რომ გვიყვირიან, არავინ არა ვართ მაგათგან დავალებული, რომ ასე გვიყვირონ. მოწოდება არ არის. როდესაც ტონს არ იცავენ, როდესაც კუბოებზე ლაპარაკობენ.”

მეუფე იაკობი – ბოდბელი მიტროპოლიტი

მეუფე იაკობმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

15 აპრილს, როცა სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა, რომ მსახურება ცატარდება, მოქალაქეებს თხოვნით მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, სადაც აღნიშნა, რომ თუ აღდგომის დღეს სახლში არ დარჩებიან, ამას დიდი მსხვერპლი მოჰყვება. 

მრევლს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემაც მიმართა და მოქალაქეებს სახლში დარცენისკენ მოუწოდა. 

 

იტვირთბა....