დიდ ბრიტანეთის ჯანდაცვის სპეროს სპეციალისტები კორონავირუსის შესაძლო სამკურნალო მედიკამენტებისტეს ტირებას იწყებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავცრელებს, სადაც ნათქვამია, რომ ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტესტირება, რომელიც ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ჩატარდება.
გამოცემის ცნობით, კვლევაში ქვეყნის 165 საავადმყოფოდან 5 000-ზე მეტი პაციენტი მონაწილეობს, ხოლო ჩატარებული ტესტირების შედეგები, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.
“ეს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი ტესტირებაა. იმედი გვაქვს, რომ ივნისისის დასაწყისში უკვე კონკრეტული პასუხები გვექნება. თუ შედეგები უფრო ადრე გახდა ცნობილი, მათ შესაბამისად გავასაჯაროებთ“, – განაცხადა ახალი ინფექციური დაავადებების პროფესრომა ოქსფორდის უნივერსიტეტში პიტერ ჰორბიმ, რომელიც ამ კვლევას პირადად ხელმძღვანელობს.
ცნობისთვის, სხვადასხვა ქვეყნაშ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე უკვე მუშაობენ. თუმცა, ცნობილია, რომ ეფექტური ვაქცინის შექმნას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. იმისთვის, რომ მეცნიერები ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში დარწმუნდნენ, კლინიკური ცდების ჩატარება რამდენიმე ეტაპზეა აუცილებელი. ყოველივე ამას კი, დაახლოებით, 1-1.5 წელიწადი სჭირდება.
მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირებისა და გარდაცვალების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 2 მილიონს გადააჭარბა.