ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინფიცირებული პაციენტი რამდენიმე დღის წინ წყნეთში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში იმყოფებოდა

დღეს გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების ახალი პაციენტებიდან, ერთ-ერთი მათგანი ეკლესიაში აღსარების ჩასაბარებლად იმყოფებოდა.

ინფიცირებულია შუა ხნის ქალი, რომელიც ვირუსის დადასტურებამდე წყნეთში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში იმყოფებოდა.

მას შემდეგ, რაც მოქალაქის დაინფიცირების შესახებ ცნობილი გახდა, ტაძარი დაიკეტა და იქ მყოფი სასულიერო პირები კარანტინში იმყოფებიან.

როტოც მოძღვარმა, მამა იოანემ “პირველ არხს” განუცხადა, ინფიცირებული ქალი აღსარების ჩასაბარებლად ტაძარში ათი დღის წინ მივიდა.

“მოვიდა აღსარების სათქმელად დაახლოებით ათი დღის უკან. აღსარება ჩააბარა და წავიდა, მერე არც მინახავს ის ადამიანი. ცალკე აღსარება მითხრა და წავიდა, ტაძარში არც შემოსულა ის. ეს იყო ათი დღის წინ<‘- აცხადებს მოძღვარი.

მამა იოანეს ინფორმაციით, ეკლესიასი 7 სასულიერო პირია, რომელსაც ვირუსზე ანალიზს, სავარაუდოდ, დღეს ჩაუტარებენ.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 370-მდე გაიზარდა. მათგან 77 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5079 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558 პირი.

 

 

 

 

იტვირთბა....