მთავარი ციტატა

კლინიკა „თიმის” ორი ორი პაციენტი, სავარაუდოდ, მედპერსონალისგან დაინფიცირდა

 “სავარაუდოდ, სამედიცინო პერსონალისგან მოხდა პაციენტების ინფიცირება. თავად ამ სამედიცინო პერსონალის წყარო არის ჩვენი ერთ-ერთი ექთანი, რომელმაც შემოიტანა ინფექცია კლინიკაში და რომელიც თავისთავად ინფიცირებული იყო მისი ძმისგან, სასულიერო პირისგან და უკვე ამ ერთისგან მოხდა გავრცელება სხვა თანამშრომლებზე და ორ პაციენტზე, რაც გვაქვს მონაცემები.’

გიორგი კაჭახიძე – კლინიკა „თიმის” დირექტორი

გიორგი კაჭახიძემ ამის შესახებ ინტერპრესნიუსსთან” განაცხადა. 

შეგახსენებთ, კლინიკა “თიმის” ექთანს კორონავირუსის ინფექცია რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. ის სასულიერო პირის, მამა გიორგი პაპავას დაა, რომელიც ასევე დაინფიცირებულია. ოჯახის წევრები მკურნალობას ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადიან.  ამ დროისთვის, მათი ინფიცირების წყარო უცნობია. 

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 370-მდე გაიზარდა. მათგან 77 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5079 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558 პირი.

იტვირთბა....