მთავარი ციტატა

“პაატა იმნაძის სიტყვებმა მე გამახსენა 1989 წელი, როცა ხალხს პატრიარქმა მიმართა, რომ საფრთხე რეალურია”

“რეალობა ძალიან დამაფიქრებელია. ბატონი პაატა იმნაძის სიტყვებმა მე გამახსენა 1989 წელი, როდესაც თავისუფლების მოედანზე ჯავშანტექნიკა გრუხუნებდა, შეკრებილი იყო დიდძალი რიცხვი მწვანე ფორმიანი ადამიანებისა, რომლებიც ნიჩბებით და ხელკეტებით იყვნენ მომართულები და ამ დროს მთავრობის სახლის წინ შეკრებილ ხალხს პატრიარქმა მიმართა და უთხრა, რომ საფრთხე რეალურია. დღეს კვლავ გავიგეთ ეს სიტყვები, ოღონდ პაატა იმნაძისგან, საფრთხე რეალურია.”

მეუფე გრიგოლი – ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი

მოქალაქეებს თხოვნით მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, სადაც აღნიშნა, რომ თუ აღდგომის დღეს სახლში არ დარჩებიან, ამას დიდი მსხვერპლი მოჰყვება. 

14 აპრილს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ აღდგომის რამეს ეკლესია არ დაიკეტება. ამასთან, პრემიერმა მრევლს მოუწოდა, სახლში დარჩეს და სახლიდან ილოცოს, რათა ამით დაიცვას საკუთარი თავიც, ეკლესიაც და სახელმწიფოც. 

15 აპრილს კი სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით ხელისუფლება და საპატრიარქო საბოლოდ შეთანხმდნენ. შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგია ჩატარდება და  მას მრევლიც დაესწრება.

 

 

იტვირთბა....