“საერთო ჯამში ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ ხალხს, ვინც ისეა მონდობილი ეკლესიაზე, როგორც ჩვილი დედის მკერდზე. ეს ხალხი არის მრევლი, რომლებიც იმედის თვალით შეგყურებს და ელის შენგან მაცხონებელ სიტყვას. ამ მდგომარეობაში, როდესაც ასეთი საფრთხის წინაშე დგას თითოეული და არ შეიძლება ჩვენ არ დავუჯეროთ იმ ადამიანებს, ვინც ამ დარგის სპეციალისტები არიან. ის პროცესი, ის განვითარება ამ მოვლენებისა , მათ უწყიან, ისინი ხედავენ ამას, როგორც თქვენ მე მხედავთ და მე გხედავთ. ძალიან მიმძიმს საუბარი ამ თემაზე.”
მეუფე გრიგოლი – ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი
14 აპრილს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ აღდგომის რამეს ეკლესია არ დაიკეტება. ამასთან, პრემიერმა მრევლს მოუწოდა, სახლში დარჩეს და სახლიდან ილოცოს, რათა ამით დაიცვას საკუთარი თავიც, ეკლესიაც და სახელმწიფოც.
მოქალაქეებს თხოვნით მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემაც, სადაც აღნიშნა, რომ თუ აღდგომის დღეს სახლში არ დარჩებიან, ამას დიდი მსხვერპლი მოჰყვება.