“ქვეყანაში სოციალური დისტანცირების დაცვა აუცილებელი იქნება, ვიდრე ვაქცინა ხელმისაწვდომი არ გახდება. თუ ჩვენ ზედმეტად ადრე შევარბილებთ მიღებულ ზომებს, მაშინ დავინახავთ გადადებების ახალ ტალღას.”
ნილ ფერგიუსონი – გაერთიანებული სამეფოს მთავარი ეპიდემიოლოგი
ამის შესახებ ფერგიუსონიმ “ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 2 მილიონს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 2 მილიონ 84 ათას 42 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 134 ათას 669 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 515 ათას 108 – გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.