ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მაქვს ინფორმაცია, რომ დავირუსებულთა რიცხვი ბევრად მეტია, მთავრობა ამას აღდგომის შემდეგ გამოაჩენს და დააბრალებს საპატრიარქოს”- გამზარდია

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიიცრებულთა რიცხვი გაცილებით მეტია და ხელისუფლება ამას მალავს.

გამზარდიას განცხადებით, ხელისუფლება ინფიცირებულთა რეალურ სტატისტიკას აღდგომის შემდეგ გამოაჩენს და ამ ყველაფერს საპატრიარქოს დააბრალებს.

ამის შესახებ არჩილ გამზარდია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს და მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“ძვირფასო სინოდო და საპატრიარქოვ, მაქვს ინფორმაცია, რომ დავირუსებულთა რიცხვი მკვეთრად მეტია, ვიდრე სტატისტიკაა, ხელისუფლება მალავს შემთხვევებს და აყალბებს სტატისტიკას, რომელსაც აღდგომის შემდეგ უცბად გამოაჩენს და დააბრალებს საპატრიარქოს ყველაფერს.

გამოიჩინეთ გონიერება, ნუ წახვალთ თქვენი ინტერესების წინააღმდეგ ( ხალხის ინტერესები რომ გკიდიათ, ვიცით ისეც), გამოაცხადეთ უმრევლო წირვა, ხელისუფლება აიძულეთ გააკონტროლოს წესრიგი. თქვენ რომ ჭკუაში აჯობებთ, ვნახოთ, მერე ვის რას დააბრალებენ.

მეტი რაღა ვთქვა,”- წერს არჩილ გამსარდია.

ცნობისთვის, ხელისუფლება და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრება. საპატრიარქოს პრესსპიკერის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დიდ ეკლესიებში ორი მეტრის დისტანცია იქნება დაცული, პატარა ტაძრებში კი მრევლი ეზოში განაწილდება. მისი თქმით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე წამოვა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკლესიებთან მობილიზებული იქნება პოლიცია.

იტვირთბა....