მთავარი ციტატა

“დარწმუნებული ვარ, ეკლესია უზრუნველყოფს მრევლის უსაფრთხოება, ვინაიდან ხშირად ღვთისმოშიშობა უფრო ძლიერი, ვიდრე კანონმორჩილება”

 ” დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში, როდესაც ეკლესიამ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაცული იქნება სოციალური დისტანცია, რომელიც სავალდებულია, ისინი ამას აუცილებლად დაიცავენ, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, ღვთისმოშიშობა გაცილებით უფრო მძაფრია და ძლიერი, ვიდრე კანონმორჩილება. აღნიშნულის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკლესია გააკეთებს იმას, რომ უზრუნველყოს საკუთარი მრევლის უსაფრთხოება, როგორც სულიერი საზრდოს მიწოდება, ასევე მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებაც… ეკლესიიის შემთხვევაში, გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობის მოლოდინი გვაქვს, ვინაიდან მან ეს მაგალითი გვაჩვენა. საქართველომ, ეკლესიამ კარგად გაიაზრა ყველა ის რისკი, რომელიც იტალიაში იყო.”

კატერინე ტიკარაძე – საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი

ამის შესახებ ტიკარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ცნობისთვის, ხელისუფლება და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრება. საპატრიარქოს პრესსპიკერის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დიდ ეკლესიებში ორი მეტრის დისტანცია იქნება დაცული, პატარა ტაძრებში კი მრევლი ეზოში განაწილდება. მისი თქმით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე წამოვა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკლესიებთან მობილიზებული იქნება პოლიცია.

იტვირთბა....