მთავარი ციტატა

“ეფექტური ვაქცინა შესაძლოა ერთადერთი იარაღი იყოს, რომელიც გადაარჩენს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს”- გაერო-ს გენერალურმა მდივანი

“უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა შესაძლოა ერთადერთი იარაღი იყოს, რომელიც მსოფლიოს ნომალური ცხოვრების რეჟიმში დააბრუნებს, გადაარჩენს მილიონობით ადამიანის სიცოცხლესა და ტრილიონობით დოლარს. ჩვენ გვჭირდება ამბიციური ძალისხმევა, რომ ვუზრუნველყოთ საერთაშორისო მოთამაშეებმა ჰარმონიულად, ინტეგრირებულად იმუშაონ რათა სწრაფად შეიქმნას ვაქცინა 2020 წლის ბოლოსთვის.”

ანტონიო გუტიერესი – გაერო-ს გენერალურმა მდივანი

შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა  ვიდეოკონფერეციის დროს განაცხადა.

მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 2 მილიონს გადააჭარბა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 2  მილიონ 84 ათას 42 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 134 ათას 669 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 515  ათას 108 – გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

იტვირთბა....