ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მსოფლიოში კორონავირუსისგან ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა

მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირებისა და გარდაცვალების რიცხვის ზრდასთან ერთად იზრდება გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობაც.

ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის ინფექციისგან 515 ათას 108 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში იმ ადამიანების რაოდენობამ, ვინც ვირუსი დაამარცხა, ნახევარ მიოლიონს გადააჭარბა.

რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევების რაოდენობას, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის ინფიცირებული ადამიანების რიცხვმა უკვე 2 მილიონს გადააჭარბა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 2  მილიონ 84 ათას 42 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 134 ათას 669 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 515  ათას 108 – გამოჯანმრთელდა.

ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით კვლავ მოსდევს ესპანეთი და იტალია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

 

იტვირთბა....