“პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, როგორც საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი და ნურავინ ხელებს ნუ დავიბანთ, პასუხისმგებლობა არის ჩვენზე და ჩვენ გადაწყვეტილებაზე, რაც ჩვენ შევთანხმდით სახელმწიფოსთან. იმის ვაჟკაცობაც გვეყოს, პასუხისმგებლობა მრევლს არ გადავაბრალოთ, იმიტომ, რომ მრევლს ჩვენ რასაც ვეტყვით, ის უნდა გააკეთოს, როცა ამ წუთას მრევლს ჩვენ არჩევანის წინაშე ვაყენებთ, არ ვიცით შედეგები რა იქნება”
საბა ინწკირველი, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი
TV პირველი
შეგახსენებთ, ხელისუფლება და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრება. საპატრიარქოს პრესსპიკერის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დიდ ეკლესიებში ორი მეტრის დისტანცია იქნება დაცული, პატარა ტაძრებში კი მრევლი ეზოში განაწილდება. მისი თქმით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე წამოვა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკლესიებთან მობილიზებული იქნება პოლიცია.