მთავარი ციტატა

“პირადად ვთხოვდი მთავრობის წევრებს, აღდგომის ღამეს დაგვეხმარონ დისტანცირების დაცვაში”

“პირადად ვთხოვდი მთავრობის წევრებს, ამ ღამეს დაგვეხმარონ დისტანცირების დაცვაში. ადამიანი, რომელიც კანონს არღვევს, ბუნებრივია, ის დაჯარიმდება, ამიტომ ითქვა, რომ 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე არის კომენდანტის საათი, ამ დროს ალბათ ქუჩაში არავინ უნდა იყოს. არ შეიძლება ამ დროს ადამიანი ქუჩაში იყოს და ეს კანონი დაარღვიოს.”

დეკანოზ შალვა კეკელია

ამის შესახებ შალვა კეკელიამ ჟურნალისტებთან კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა ფორმით ჩატარდება სააღდგომო მსახურება.

ცნობისთვის, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მთავრობა და საპატრიარქო კონსულტაციებს გადიან. ამ დროისთვის უცნობია, როგორ ჩაატარებს ეკლესია სააღდგომო ლიტურგია, თუმცა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღდგომის ღამეს ეკლესია არ დაიკეტება. 

მიუხედავად იმისა, რომ სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება, პრემიერმა მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. 

იტვირთბა....