ადამიანმა, რომელმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა, ლატარიაში 4,8 მილიონი ავსტრალიური დოლარი მოიგო.
ლატარია 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა მოიგო, რომელიც ავსტრალიაში ცხოვრობს. ის ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს.
ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
მედიის ცნობით, ლატარიის მიხედვით, ის ყოველთვიურად 20 წლის განმავლობაში 20 000 ავსტრალიურ დოლარს მიიღებს.
“ჩვენ ახალგაზრდა ოჯახი ვართ, პატარა ბავშვი გვყავს, ასე რომ ეს მოგება მთელი ცხოვრება დასვენების საშუალებას გვაძლევს. ახლახან დავკარგე სამსახური კორონავირუსის გამო“, – აღნიშნა გამარჯვებულმა.
მისივე თქმით, ჯერ არ იცის, რაში დახარჯავს მოგებულ თანხას.