ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წინასწარი ინფორმაციით, აღდგომის დღეს სასაფლაოები დაიკეტება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით აღდგომის დღეს მოქალაქეებს სასაფლაოებზე გასვლა აეკრძალებათ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე არ გამორიცხა, რომ სახელმწიფომ სასაფლაოების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღოს.

“მეტრონომი” შეეცადა, გაერკვია, რა ვითარებაა რაიონებში და დაიკეტება თუ არა სასაფლაოები.

გაირკვა, რომ მთავრობის ინიციატივით კახეთში მოსახლეობას კატეგორიულად აფრთხილებენ, არ გავიდნენ სასაფლაოზე.

სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევის გამგებლის, ნოდარ ჭაბაშვილის განცხადებით, სასაფლაოზე გასვლის შეზღუდვაზე ოფიციალური დადგენილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ სახლიდან გასვლაზე თავი შეიკავონ.

სოფლის გამგებელი არ გამორიცხავს, რომ სასაფლაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიკეტოს.

“ჯერ არ მიგვიღია მთავრობისგან ოფიციალური დადგენილება, მაგრამ ეს არის კატეგორიული გაფრთხილება. ალბათ დადგენილებასაც მივიღებთ ამასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ სასაფლაოებთან იდგმებიან პოლიციის თანამშრომლები და ისინი მოქალაქეებს გააკონტროლებენ. ამიტომ, მოსახლეობას უკვე დღეიდან ვაფრთხილებთ, რომ არ წავიდნენ სასაფლაოზე. ალბათ მთელს ქვეყანაში დაიკეტება სასაფლაოები”,- განაცხადა ნოდარ ჭაბაჭვილმა.

ამასთან, უკვე ცნობილი გახდა, რომ სასაფლაოები დაიკეტება ქუთაისსა და ზესტაფონში.

შეგახსენებთ, გიშინ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია, არ გამორიცხა, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით  სასაფლაოები დაიკეტოს.

როგორც გახარია აღნიშნავს, მსგავსი მაგალითები უკვე არსებობს სხვა ქვეყნებშიც, ხოლო რა იქნება საქართველოში, ეს ვირუსის გავრცელების დინამიკაზეა დამოკიდებული.

 

იტვირთბა....