ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კორონავირუსის გვამიდან გავრცელების პირველი შემთხვევა დადასტურდა

კორონავირუსის ინფექცია შესაძლოა გარდაცვლილი ადამიანისგანაც გავრცელდეს. ვირუსის გვამიდან გავრცელების შემთხვევა ტაილანდში დადასტურდა.

შემტხვევა 13 აპრილს მოხდა, როცა დადასტურდა, რომ ახალი ტიპის ვირუსით ადამიანი მიცვალებულის გვამიდან დაინფიცირდა.

Journal of Forensic and Legal Medicine-ის კვლევის მიხედვით, კორონავირუსით ტაილანდის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის წარმომადგენელი დაინფიცირდა, მოგვიანებით კი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, 25 მარტს ტაილანდის სამედიცინო სერვისების დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანები ინფექციის რისკს არ წარმოადგენდნენ. თუმცა, მომხდარი ამ მოსაზრებას არ ამართლებს.

რამდენი ხანი წარმოადგენს ვირუსის მქონე გარდაცვლილი ადამიანი ინფექციის გავრცელების რისკს, ეს ჯერ დადგენილი არაა.

მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 2 მილიონს გადააჭარბა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

 

იტვირთბა....