მთავარი ციტატა

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა ზუსტად ისეა საშიში, როგორც ჟღერს”- ბილ გეითსი

“მსოფლიო ჯანდაცვის კრიზისის დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა ზუსტად ისეა საშიში, როგორც ჟღერს. მათი საქმეა, რომ „კოვიდ-19“-ის გავრცელება შემცირდეს და თუ ეს საქმე შეჩერდება, ვერც ერთი სხვა ორგანიზაცია ვერ ჩაანაცვლებს. მსოფლიოს სჭირდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.”

 ბილ გეითსი – „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი

აღნიშნულით ბილ გეითსი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტას გამოეხმაურა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეუწყვიტა.

ტრამპა დაფინანსების შეჩერების მიზეზად “ჯანმოს” მიერ ვირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვა და ეპიდემიის არაეფექტურად მართვა დაასახელა.

იტვირთბა....