მთავარი ციტატა

“გამორიცხული არაა ვერსია, რომ კორონავირუსი ხელოვნურად იყოს შექმნილი”- ამერიკელი გენერალი

“ამერიკელი სამხედროები ჯერ არ გამოირცხავენ ვერსიას, რომ კოვიდ19-ის ვირუსი ხელოვნურად იყოს შექმნილი. ამერიკელმა სამხედროებმა ვირუსის წარმოშობის შესწავლა ეპიდემიის ადრეულ ეტაპზევე დაიწყეს.  მიუხედავად იმისა, რომ შეგროვებული მონაცემები ვირუსის ბუნებრივ წარმოშობაზე მიუთითებს, ამ საკითხზე საბოლოო წერტილი ჯერ დასმული არ არის. ამ ეტაპზე ვიტყვი, რომ ეს არ არის ბოლომდე დადასტურებული, თუმცა ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ ვირუსი ბუნებრივი წარმოშობისაა, მაგრამ სრული სიზუსტით ეს ჩვენ არ ვიცით.”

მარკ მილი – აშშ-ის შეიარღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე

ამის შესახებ მილიმ, პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 2 მილიონს გადააჭარბა.

ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქვეყანაში ინფიცირების რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. დღეის მონაცემებით, ვირუსით  614 246 ადამიანი დაინფიცირდა, 26 064  გარდაიცვალა, ხოლო 38 820 – გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.

იტვირთბა....