მთავარი ციტატა

“იცოდეთ, ცეცხლს ვეთამაშებით, იმიტომ, რომ 300-ს რომ გადავცდებით, მოსალოდნელია უფრო სწრაფი ზრდა” – გამყრელიძე მოსახლეობას აფრთხილებს

“ერთი წუთით მოდუნების და დამშვიდების უფლება არ გვაქვს. ქალაქში ისევ დადის ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში, ადამიანები ისევ იკრიბებიან, ეს დაუშვებელია. ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ. მომავალი ორი-სამი კვირა იქნება ძალიან მძიმე, პირდაპირ გეტყვით, იმიტომ, რომ სამასს რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია, კიდევ უფრო სწრაფი ზრდა იყოს”.

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი

შეგახსენებთ, ამ დროისათვის საქართველოში 306 ინფიცირებულია დადგენილი. მათგან 69 გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ 3 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4990 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 462.

იტვირთბა....