მთავარი ციტატა

“შექმნილ კრიზისულ ვითარებაში 150-ლარიანი კომპენსაცია ვერ ჩაითვლება ადეკვატურ ანაზღაურებად”

“სახელფასო დახმარების გაცემა არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ შექმნილ კრიზისულ ვითარებაში 150-ლარიანი კომპენსაცია ვერ ჩაითვლება ადეკვატურ ანაზღაურებად სამი მიზეზის გამო. პირველი მიზეზი – საქართველოში შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიმუმი არის 199 ლარი. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ეს კომპენსაცია არ ითვალისწინებს მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ფენებს, მათ შორის, თვითდასაქმებულებს. მესამე მიზეზი გახლავთ ის, რომ ცალკე აღებული სახელფასო კომპენსაცია, თუ ის არ იქნა სხვა კომპლექსურ ნაბიჯებთან ერთად, როგორიც არის გადასახადების შემცირება, საპენსიო ფონდიდან შენატანების გატანის მიცემის საშუალება, რომლითაც თითოეული ოჯახი მინიმუმ 500 ლარს აიღებს. ამ ყველაფერთან და კომპლექსურ ზომებთან ერთად ჩამოყალიბების გარეშე, ცალკე აღებულ 150 ლარს ვერ ექნება ამ ვითარებაში მოსახლეობის დახმარების და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ფუნქცია.”

დავით ბაქრაძე – “ევროპული საქართველოს“ ლიდერი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, მთავრობა COVID-19 ის პაანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მთავრობა განცხადებას სავარაუდოდ დღეს გააკეთებს.

იტვირთბა....