მთავარი ციტატა

“ჩვენს ქვეყანაში “სუფთად კორონავირუსით“ არცერთი ადამიანი დაღუპულა და არც დაიღუპება” – ლუკაშენკო

“ჩვენს ქვეყანაში “სუფთად კორონავირუსით“ არცერთი ადამიანი დაღუპულა და არავინ დაიღუპება. ამას საჯაროდ ვაცხადებ. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ისინი ყველა მოკვდა ქრონიკული დაავადებების ერთობლიობით. ჯანდაცვის სპეციალისტებმა ეს იციან, ეს ნახეს. ამ ადამიანებს გულსისხლძარღვთა დაავადებები, სუნთქვის უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდათ ერთად და კიდევ ისეთი დიაგნოზები, რომ წაკითხვაც კი არ შემიძლია – ამ ყველაფერს დაემატა კორონავირუსი.”

ალექსანდრე ლუკაშენკო – ბელარუსის პრეზიდენტი

ცნობისთვის, ბელარუსში კორონავირუსის 2919 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 29 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

იტვირთბა....