მთავარი ციტატა

“ბიზნესების დახურვა-არდახურვის საკითხი ჩაწყობით ხდება”

“ვხედავთ, რომ ბიზნესების დახურვა-არდახურვის საკითხი ხდება ჩაწყობით, კორუფციულ გარიგებებთან გვაქვს საქმე.”

თინათინ ბოკუჩავა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი

ბოკუჩავამ ამის შესახებ “დღის კურიერში” განაცხადა და აღნიშნულით მაღაზიათა ქსელის, “სუფთა სახლის” დახურვას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, 10 აპრილს მთავრობის გადაწყვეტილებით მაღაზიათა ქსელმა მუშაობა შეწყვიტა. მაღაზიათა ქსელის დახურვის მიზეზი მთავრობის მიერ მიღებული 211-ე დადგენილება გახდა. “სუფთა სახლის” საქმიანობა არ მიეკუთვნება დადგენილებაში განსაზღვრულ ბიზნესსაქმიანობის იმ სფეროებს, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცათ.

 

იტვირთბა....