ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქობულეთის ოთხ სოფელში, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს, ე.წ. მობილურმა ბაზრებმა დაიწყო მუშაობა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხს სოფელში, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა, ე.წ. მობილურმა ბაზარებმა დაიწყეს ფუნქციონირება .

ამის შესახებ ქობულეთის მერის მოადგილემ, დავით ვერულიძემ განაცხადა. 

ვერულიძის ინფორმაციით, ავტომანქანებს, რომლითაც სოფლებში პროდუქტების შეტანა ხდება, ე.წ. პლოკპოსტთან დეზინფექცია ჩაუტარდათ. 

“უკვე დაიწყო მობილურმა ბაზრებმა ფუნქციონირება. სოფლის ცენტრებში გაჩერდებიან და შემდეგ შევლენ შიდა უბნებში იქ, სადაც მოსახლეობისგან მოთხვნილება იქნება. სატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც ხდება პროდუქტების ტრანსპორტირება, ჩაუტარდა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან დეზინფექცია. ჩვენთან ერთად არიან სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, მათი რეკომენდაციებით განხორციელდება ყველა ღონისძიება“, – განაცხადა ქობულეთის მერის მოადგილემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქობულეთის ოთხ სოფელში – გვარაშიმუხაესტატეშილეღვაში და წყავროკაში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. მოეწყო პლოკპოსტები, საიდანაც ყველა გადასასვლელს პოლიცია და თავდაცვის ძალები აკონტროლებენ.

ამ დროისთვის, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ასევე დაწესებულია ლენტეხში, ბოლნისსა და მარნეულში.

 

იტვირთბა....