ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კიევ-პეჩერის ლავრის არქიმანდრიტი კორონავირუსით გარდაიცვალა

კიევ-პეჩერის ლავრის არქიმანდრიტი ნექტარი კორონავირუსის ინფექციისგან გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

73 წლის არქიმანდრიტის გარდაცვალების ფაქტს კიევ-პეჩერის ლავრის წარმომადგენლები ადასტურებენ.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არქიმანდრიტი ნექტარი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით,  არქიმანდრიტ ნექტარსსხვა სასულიერო პირებთან ერთად კორონავირუსი 9 აპრილს დაუდასტურდა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის უკრაინაში ვირუსის ინფიცირების 3 102 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 93 პირი გარდაიცვალა, ხოლო 93 – გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით კი მსოფლიოში ვირუსით 1 მილიონ 853 ათას 505 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 114 ათას 257 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 423  ათას 728 – გამოჯანმრთელდა.

 

იტვირთბა....