ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი სამი ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ ცენტრში ინფიცირებული 66 პაციენტი გადის მკურნალობას, ხოლო მათგან სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პნევმონია აღენიშნება 33 პაციენტს, და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მათი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. აქედან სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, იმყოფებიან სიპაპ ვენტილაციაზე, მაღალსიხშირული ოქსიგენაციით.

66 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, 33-ს მწვავე პნევმონიის დამახასიათებელი სურათი აქვს, ითვლებიან საშუალო სიმძიმის პაციენტებად. მძიმე რჩება რეანიმაციაში ოთხი პაციენტი, სამი არის კრიტიკული“ , – აღნიშნა ლევან რატიანმა.

ამასთან, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მყოფი ცხრა კვირის ორსულის მდგომარეობა სტაბილურია.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 266-მდე გაიზარდა. მათგან 67 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია სამი პაციენტი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4872 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  453.

იტვირთბა....