მთავარი ციტატა

“ყველაფერი თავიდანვე რომ დაგვეკეტა, სიტუაცია განსხვავებული იქნებოდა”- აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი

“ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა შეუძლიათ. ხშირად, ჩვენს რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, ხანდახან კი არა. მაგრამ ახლა არის ის, რაც არის, ჩვენ ვართ იქ, სადაც ვართ. თუ მთავრობა კორონავირუსის გავრცელების გამო მკაცრ შეზღუდვებს ადრე დააწესებდა, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდებოდა. ყველაფერი თავიდანვე რომ დაგვეკეტა, ალბათ სიტუაცია განსხვავებული იქნებოდა.”

ენტონი ფაუჩი – აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი

ამის შესახებ ენტონი ფაუჩიმ „სიენენ“-თან ინტერვიუში განაცხადა.

ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქვეყანაში ინფიცირების რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. დრეის მონაცემებით, ვირუსით  560 433 ადამიანი დაინფიცირდა, 22 115 გარდაიცვალა, ხოლო 32 634 – გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

იტვირთბა....