“ეს არის სოლიდარობის გამოხატულება იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელებას ებრძვის. ჩვენ ერთად და ერთიანი ვიქნებით, ჩვენ მოვუგებთ ომს ამ პანდემიას.”
დავით ზალკანიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სოციალური ქსელი “ტვიტერი”
კორონავირუსთან ბრძოლაში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მხარდასაჭერად, თბილისის ანძა დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებში განათდა.
საქართველომ მსგავსი სოლიდარობა იტალიელ, ესპანელ და ამერიკელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა ესპანეთის, იტალიისა და აშშ-ის დროშების ფერებში გაანათა.