კორონავირუსთან ბრძოლაში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მხარდასაჭერად, თბილისის ანძა დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებში განათდა.
“საქართველოს სჯერა ბრიტანეთის გამარჯვების! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!” – ამ მესიჯს საქართველო ბრიტანელ ხალხს უგზავნის.
რამდენიმე დღის წინ, საქართველომ მსგავსი სოლიდარობა იტალიელ, ესპანელ და ამერიკელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა ესპანეთის, იტალიისა და აშშ-ის დროშების ფერებში გაანათა.