“რა თემაზე უნდა შედგეს საუბარი პატრიარქთან, ვერ ვხვდები. 6 კვირაა მსახურება ტარდება ჩვეულებრივ ჩვენთან. ძალიან უნდათ ვიღაცეებს, რომ კლასტერი იყოს ეკლესიიდან და არ ყოფილა. გადახედეთ – ექიმებშიც კლასტერია, ბანკშიც კლასტერია და ყველგან კლასტერია. სახლში ჯდომით ვინმე გვაძლევს გარანტიას, რომ არაფერი არ იქნება? იმიტომ მივდივართ, რომ ვთხოვოთ უფალს, აგვარიდოს ეს ყველაფერი. რა ჰგონიათ, უფალი არაა ჩარეული იმაში, რომ ძალიან ბევრი ინფიცირებული რომ არ გვყავს.”
ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია – ჭყონდიდის მიტროპოლიტი
ეპისკოპოსტა ამის შესახებ “კურიერთან” განაცხადა, რომლითაც დღეს დაგეგმილ პატრიარქისა და მღვდელმთავართა ნაწილის შეხვედრას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, დღეს მღვდელმთავართა ნაწილი პატრიარქთან შეხვედრას გეგმავს, სადაც სააღდგომო ღვთისმსახურებისა და სასულიერო პირების ტესტირების შესახებ ისაუბრებენ.
რა ფორმით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია ამ დრომდე უცნობია და საკითხზე ხელისუფლება და საპატრიაქრო კონსულტაციებს გადიან.