“პაციენტს სახელი და გვარი არ აქვს, ჩვენ არც სქესსა და ასაკზე ვლაპარაკობთ, პაციენტი პაციენტია, მას არ სჭირდება სხვა კრიტერიუმები, ჩვენი მეგობარი იქნება, თუ მტერი, ავადმყოფს უნდა ვუმკურნალოთ. ქრისტიანი ადამიანი არასოდეს უარს არ ამბობს და მითუმეტეს ქრისტიანი ექიმი. რას ნიშნავს ეს? მტერი უნდა გიყვარდეს შენიო და მითუმეტეს პაციენტი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანია და სჭირდება დახმარება. პაციენტს სახელი და გვარი არ აქვს, ჩვენ არც სქესზე ვლაპარაკობთ, არც ასაკზე. ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტი პაციენტია, მას არ ჭირდება სხვა კრიტერიუმები. ის არის ავად და ავადმყოფს უნდა ვუმკურნალოთ, არ აქვს მნიშვნელობა ის ჩვენი მეგობარი იქნება, თუ მტერი“
მარინა ეზუგბაია, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი
“პირველი არხი”
12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 252 ადამიანია ინფიცირებული.
252 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 63. უცხოეთიდან სამკურნალოდ კი სამი პაციენტია გადმოყვანილი. კორონავირუსით საქართველოში სამი მოქალაქე გარდაიცვალა.
ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4929 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 405.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავრუკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა დღეს განაცხადა.