ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 95 წლის ქალს დაუდგინდა – ამის შესახებ ინფორმაციას “ნიუპოსტი” ავრცელებს.
არსებული ცნობით, ინფიცირებული ქალი საავადმყოფოში გადაყვანაზე კატეგორიულ უარს აცხადებს და თვითიზოლაციაში რჩება.
ამ დროისთვის ინფიცირებულის ოჯახსა და ექიმებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, აფხაზეთში COVID 19-ით 3 ადამიანია ინფიცირებული.