ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისის ინფექციურში აფხაზეთიდან ორი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გასული ღამის განმავლობაში კორონავირუსის ნიშნებით ექვსი პაციენტი შეიყვანეს; მათ შორის არის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ოკუპირებული აფხაზეთიდან, ხოლო დანარჩენი პაციენტები კლინიკაში მყოფი COVID 19-ით ინფიციებული პირების კონტაქტებს წარმოადგენენ.

ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი ახალი პაციენტების ბიოლოგიური ნიმუშების კვლევა დღის განმავლობაში მოხდება.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 17 პაციენტი იმყოფება. ერთი უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: გვარაშიმუხაესტატეშილეღვასა და წყავრუკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე დღეს განაცხადა.

12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 252 ადამიანია ინფიცირებული. 

252 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 63. უცხოეთიდან სამკურნალოდ კი სამი პაციენტია გადმოყვანილი. კორონავირუსით საქართველოში სამი მოქალაქე გარდაიცვალა.

ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4929 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 405.

იტვირთბა....