საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 233 შემთხვევა ფიქსირდება, გამოჯანმრთელდა 56 პაციენტი, უცხოეთიდან სამკურნალოდ კი გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში 4856 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19 ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
საქართველოში 30 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.