შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბორჯომში 31 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ბრალი ცხოველის წამებასა და სასტიკი მოპყრობაში ედება.
კერძოდ, უწყების ინფორმაციით, მამაკაცის დაკავების მიზეზი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან ძაღლის გადმოგდება გახდა.
უწყების წარმომადგენელმა “მეტრონომს” მამაკაცის დაკავება დაუდასტურა და განაცხადა, რომ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გუშინ მომხდარი ფაქტის შემდეგ დაიწყო.
უწყებების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მომპყრობას გულისხმობს.
აღნიშნული მუხლი 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთაქს ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, გუშინ გახდა ცნობილი, რომ მამაკაცმა მე-12 სართულიდან ჰასკის ჯიშის მაკე ძაღლი გადმოაგდო. ვინაიდან ძაღლის მდგომარეობა მძიმეა, ის თბილისში ვეტერინალურ კლინიკაში გადმოიყვანეს, სადაც დღეს ოპერაცია ჩაუტარდა.
მუცლად მყოფი ლეკვები მკვდრები არიან, თავად ძაღლს კი მრავლობითი მოტეხილობები და შიდა სისხლდენა აღენიშნებოდა.