ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართული წარმოების პირბადე გაცილებით უფრო ლამაზია, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული სხვა ატრიბუტი”- თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას შეფასებით, როდესაც ეპიდემია გადაიცვლის, მოსახლეობა პირბადეს შეხედავს მხოლოდ როგორც დიზაინერულ ატრიბუტს და არა ჯანმრთელობის დასაცავად აუცილებელ ნივთს.

ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ის ქართული წარმოების პირბადით მივიდა.

მინისტრის შეფასებით, ქართული წარმოების პირბადეები დღეს ყველაზე ლამაზი აქსესუარია.

“ალბათ, ყველას გაგვიხარდება, როდესაც გადავლახავთ ამ გამოწვევას, მოვერევით კორონავირუსს, დადგება ის დრო, როცა პირბადეს შევხედავთ, მხოლოდ, როგორც დიზაინერულ ატრიბუტს და არა ისეთ უმნიშვნელოვანეს ნივთს, რომელიც დღეს ჩვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას იცავს.

თუმცა, არ ვიცი, გემოვნებაზე არ დავობენ. მე რომ მკითხოთ, ეს არის მართლაც ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ლამაზი, მოხდენილი ნივთი. რაც მთავარია, დღეს ეს საქართველოში იკერება, ეს არის ქართული წარმოების პირბადე. ახლა, ჩვენ 1000-მდე ადამიანს ვასაქმებთ სამკერვალო ფაბრიკებში, ვინც დღე და ღამე არიან ჩართულები ამის კერვაში. ჩვენთვის, ქართული წარმოების, დოლბანდის პირბადე არის გაცილებით უფრო ლამაზი და უკეთესი, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული სხვა ატრიბუტი“, – განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ქართული წარმოების პირბადე სააფთიაქო ქსელებსი გაყიდვაში ჩაეშვა, მოსახლეობის ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. ამასთან დაკავშირებით განცხადებებიც გაკეთდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქართული წარმოების პირბადე საყოფაცხოვრებო ხმარებისთვისაა, ისმრავალჯერადია, გარეცხვასა და გაუთოებას ექვემდებარება.

მანამდე პირბადეებტან დაკავშირებით განცხადება, პაატა იმნაძემ და ნიკა მელიამაც გაავრცელეს.

ქართული წარმოების პირბადე აფთიაქებში 50 თეთრად იყიდება. ხოლო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, სახელმწიფოს ერთი პირბადის ღირებულება ერტ ლარზე მეტი დაუჯდა.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ვირუსის გავრცელების გამო სააფთიაქო ქსელში პირბადეების დეფიციტი გაჩნდა, საქართველოში მისი წარმოება დაიწყეს. სამედიცინო პირბადეების დამზადება აჭარაში მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო.

იტვირთბა....