ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს გამოვლენილი ახალი დაინფიცირებული პაციენტებიდან, 3 მათგანი სამშობლოში სხვადასხვა ქვეყნიდანაა დაბრუნებული.
ტიკარაძის ინფორმაციით, ახალი ტიპის ვირუსით დაინფიცირებულთა შორის არიან საყურადღებო და მძიმე პაციენტები, რომლებიც ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
ამ ეტაპისთვის ჩვენ გვყავს 230 კოვიდ19-ით დადასტურებული ინფექცია, საიდანაც 54 არის გამოჯანმრთელებული და 3 გარდაცვლილი. მნიშვნელოვანია, რომ ამ 230 მოქალაქიდან 3 მათგანის გადმოყვანა მოხდა სხვადასხვა ქვეყნიდან და დღესდღეობით საქართველოში მკურნალობას აგრძელებენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ რა თქმა უნდა, გვყავს საყურადღებო და მძიმე პაციენტები, რომლებსაც ექიმები აქცევენ სათანადო ყურადღებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს კიდევ 2 გამოჯანმრთელებული დაგვემატა და მათი ჯამი ამ ეტაპისთვის არის 54,“ – განაცხადა ტიკარაძემ.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟმა დღეს, სპეციალური რეისით, სომხეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს ორი მოქალაქე დღეს ჩამოიყვანა. ხოლო, ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე თურქეთიდანაა გადმოყვანილი.
საერთო ჯამში, საქართველოში “კოვიდ-19”-ის ინფიცირების შემთხვევები 230-მდე გაიზარდა. მათგან 54 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 410 პირი.