ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსი ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფ კიდევ ექვს პირს დაუდასტურდა

კორონავირუსის ინფიიცრების დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან 6 აჭარაში დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ექვსივე ინფიცირებული ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

მისივე თქმით, ინფიცირებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმე, დანარჩენის კი – სტაბილურია.

„გუშინ 40 კონტაქტი იქნა მოძიებული, მათგან რვა დაექვემდებარა ტესტირებას და ექვსის პასუხი იყო დადებითი. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ერთი პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე და საყურადღებო, სხვების კი  – სტაბილური. კონტაქტები მოძიებულია რამდენიმე სოფელში და ქალაქ ქობულეთშიც, პროცესი გრძელდება“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

საქართველოში “კოვიდ-19”-ის ინფიცირების შემთხვევები  230-მდე გაიზარდა. მათგან 52 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 410 პირი.

იტვირთბა....