ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, სახელმწიფოს მიერ კომუნალური გადასახადებზე დაწესებულ შერავათებზე ამ დროისთვის 1000-მდე მოქალაქემ უარი თქვა.
ამასთან, ნარმანია იმ პროცედურას განმარტავს, თუ როგორ ხდება კომუნალურ გადასახადების დაფინანსებაზე უარის თქმა.
“ასევე ანალოგიურად, ავტომატურად წყალმომარაგების მოსაკრებლის გადახდაზე უარის თქმაც ხდება, როცა ნიშნავენ ელექტროენერგიის გადასახადს, მათ შეუძლიათ, უარი თქვან როგორც ერთი თვის გადახდაზე, ამ შემთხვევაში მარტის, ასევე შემდგომ დანარჩენ ორ თვეზე. ანუ, სამივე თვეზე ერთადაც შეუძლიათ თქვან უარი ერთი მოქმედებით. შეყავთ აბონენტის ნომერი, ის მობილური ტელეფონის ნომერი, რომლითაც ისინი რეგისტრირებულნი არიან ბაზაში და რითაც მოსდით „ესემესი“ კომუნალური კომპანიიდან, შეყავთ სახელი და გვარი, აბონენტის სახელი და გვარი, ვის სახელზეც არის რეგისტრირებული მრიცხველი. შესაბამისად, აჭერენ დადასტურებას და მოსდით შეტყობინება, რომ ოპერაცია არის დადასტურებული. ამის შემდგომ ჩვენი შესაბამისი დეპარტამენტი ამ მონაცემს უგზავნის კომუნალურ კომპანიებს.
11 აპრილის ჩათვლით შესაძლებელია ეს ოპერაციები განახორციელონ მოქალაქეებმა და შესაბამისად, შემდეგ უკვე 11-დან 15 რიცხვამდე კომუნალური კომპანიების ბაზაში ეს ყველაფერი აისახება”,- აცხადებს ნარმანია.
ნარმანიას თქმით, კომუნალური კომპანიები უკვე დაფილტრულ ბაზას გადასცემენ სახელმწიფოს, რათა იმ მოქალაქეებს, რომელთაც ეკუთვნით და უარი არ თქვეს გადახდაზე, აუნაზღაუროს.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა მოქალაქეს, ვინც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს, სამი თვის განმავლობაში-მარტში, აპრილსა და მაისში გადასახადებს მთავრობა დაუფინანსებს.
ამასთან, აბონენტებს, რომლებსაცკომუნალურ გადასახადებზე შეღავათი ეხებათ და დავალიანება უკვე დაფარეს, თანხა სააბონენტო ბარათზე დაუბრუნდებათ.