“ესპანეთის ბოლო მონაცემები კორონავირუსთან დაკავშირებით იმედისმომცემია და ქვეყანა ეპიდემიის დამარცხებას იწყებს. ცეცხლი კონტროლირებადი ხდება. ვირუსის წინააღმდეგ ომი სრული გამარჯვებით დასრულდება.”
პედრო სანჩესი – ესპანეთის პრემიერ-მინისტრი
პედრო სანჩესმა ეს განცხადება ქვეყანაში შექმნილ ვიტარებასთან დაკავშირებით გააკეთა.
ცნობისთვის, ესპანეთი ვირუსის მაღალი მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების 148 ათასზე მეტი შემთხვევაა დაადსტურებული, 15 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 48 ათასი გამოჯანმრთელდა.
მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების რიცხვმა 1.5 მილიონს გადააჭარბა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.