ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

103 წლის იტალიელი ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

103 წლის იტალიელი ქალი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, სრულიად გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ უცხოური გამოცემა “ნიუ იორკ პოსტი” წერს.

ვირუსისგან განკურნებულმა ადა ზანუსსო კლინიკა უკვე დატოვა და ის საკუთარ სახლში იმყოფება.

ექიმები აცხადებენ, რომ ადა ზანუსსო არის მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

ადა ზანუსსომ საავადმყოფოში 6 დღე გაატარა და მან ვირუსის დამარცხება სრულიად შეძლო. მისი მდგომარეობა თავდაპირველად კრიტიკულად მძიმე იყო. 

ზანუსსო  იტალის ჩრდილოეთით, ვენეტოს რეგიონში. ის 16 აგვისტოს 104 წლის ხდება. მას ოთხი შვილი, ოთხი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი ჰყავს.

 

 

იტვირთბა....