“საგანგებო მდგომარეობის წესების დემონსტრაციული უგულებელყოფით ეკლესია აშკარად დაუპირისპირდა სახელმწიფოს და თავი კანონზე მაღლა დააყენა. ამით ის თავის ძალაუფლებას აჩვენებს, როგორც, მაგალითად, 2013 წლის 17 მაისს აჩვენა. მაგრამ ამ ორ შემთხვევას შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავება. მაშინ ეკლესიას შეეძლო ეფიქრა, რომ საზოგადოების უმრავლესობა არსებითად მის მხარეზეა და ამ ვარაუდს გარკვეული საფუძველი ჰქონდა. მაგრამ ახლა ის უპირისპირდება არა მარტო სახელმწიფოს, არამედ ხალხს, რომლის ჯანრთელობას და სიცოცხლეს რეალურ საფრთეს უქმნის. მრევლის ფანატიკური ბირთვი მასთან დარჩება, მაგრამ ეს ბირთვი უმრავლესობა არ არის. ასე რომ, კუნთების თამაშის ეს რაუნდი ეკლესიისთვის მომგებიანი არ არის”.
გია ნოდია, განათლების ყოფილი მინისტრი
სოციალური ქსელი