მთავარი ციტატა

“ჩვენ მკაცრი კარანტინი თავიდანვე რომ დაგვეწესებინა, ხალხი გიჟად ჩამთვლიდა”- იტალიის პრემიერი

“დრო რომ უკან დაბრუნდეს იგივეს გავაკეთებდი. ჩვენ ჩინეთისგან სრულიად განსხვავებული სისტემა გვაქვს. ჩვენთვის კონსტიტუციური თავისუფლების შეზღუდვა კრიტიკული გადაწყვეტილება იყო და ის ძალიან ფრთხილად უნდა მიგვეღო. ჩვენ მკაცრი კარანტინი და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა თავიდანვე რომ დაგვეწესებინა, როცა პირველი კლასტერები გაჩნდა, ხალხი გიჟად ჩამთვლიდა.”

ჯუზეპე კონტე – იტალიის პრემიერ-მინისტრი

პრემიერი ამ განცხადებით არსებულ კრიტიკას გამეხმაურა, რომ ქვეყანამ სათანადოდ მკაცრი ზომები ვერ მიიღო.

ცნობისთვის, იტალია ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც ვირუსი ფართოდ გავრცელდა და მთავრობამ მასზე კონტროლი დაკარგა. ამ დროისთვის, ქვეყანაში 140 ათასამდე ინფიცირებული ადამიანია, მათგან 15 ათასამდე გარდაიცვალა, ხოლო 48 ათასი გამოჯანმრთელდა.

იტალიას მაღალი მაჩვენებლის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილი უკავია. მას უსწრებს აშშ და ესპანეთი. 

იტვირთბა....