aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ფულის მთხოვნელთა რიგში ნახევარი მსოფლიოა ჩამდგარი”- გოცირიძე

“საერთაშორისო სავალუტო ფონდს ფინანსური დახმარებისათვის მიმართა 90-ზე მეტმა სახელმწიფომ. ასეთი რამ ფონდის არსებობის ისტორიას არ ახსოვს. ნახევარი მსოფლიო ჩადგა ფულის მთხოვნელთა რიგებში. სწორედ ახლაა საჭირო მარიფათის გამოჩენა, თორემ დავრჩებით ამ საშინელი კრიზისის დროს შიშველი ხელების ამარა. ახლა უნდა ჰყავდეს ქვეყანას საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე მთავრობა და პრეზიდენტი. რაც გვყავს, ისა გვყავს. ასეთი აღმოჩნდა საუბედუროდ ჩვენი ბედი. დროულად უნდა აატალახონ სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო საფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციების კარები.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

რომან გოცირიძე – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი

გოცირიძე ამის შესახებ “ფეისბუკში” წერს. 

კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიო სერიოზული ეკონომიკური კრიზისის წინაშე დადგა. მოსახლეობის უმრავლესმა ნაწილმა სამუშაო ადგილები დაკარგა. “ბიბისის” ინფორმაციით, პანდემიის გამო, მსოფლიოში ხუთი ადამიანიდან ოთხი უმუშევარია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამსახური მოსახლეობის 81%-მა დაკარგა. 

იტვირთბა....