კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში ყოველი ხუთი ადამიანიდან ოთხი უმუშევარია.
ამის შესახებ “ბიბისი” შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის(ILO) კვლევაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, პანდემიის გამო მსოფლიოში დასაქმებულების 81 პროცენტი უსამსახუროდ დარჩა. ნაწილმა სამსახური დროებით, ხოლო ნაწილმა სამუდამოდ დაკარგა. სურათი ყველგან ერთია, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში.
“დასაქმებულები და ბიზნესი კატასტროფულ მდგომაროებაში არიან, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში,” – აცხადებენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში.
დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონ 431 ათას 951 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 81 ათას 082 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 302 ათას 209 – გამოჯანმრთელდა.
მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 84 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვალების – 7 300.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.